ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსუფაშვილი ვაშინგტონშია


შეერთებულ შტატებში ასევე იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დავით უსუფაშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ ვაშინგტონით შემოიფარგლება. დაგეგმილია არაერთი შეხვედრა ამერიკის სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში, საჯარო შეხვედრებზე, მედიის, ანალიტიკური, თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მისი მიზანია ამერიკის ოფიციალურ წრეებს საქართველოს მთავრობის ახალი ხედვები გააცნოს, რაც ორმხრივი ურთიერთობების და სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება. უსუფაშვილი ვაშინგტონის ვიზიტს პარასკევს, 15 მარტს დაასრულებს.

შეერთებულ შტატებში ასევე იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის ამჟამად ნიუ იორკიდან ატლანტაში გაფრინდა და იქ ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის 75 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომსვლელებს შორის ასევე არიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, სპიკერი ჯონ ბეინერი; რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. პრეზიდენტის ვიზიტი არაოფიციალურად ითვლება და ის სავარაუდოდ ოთხშაბათს დასრულდება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG