ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სასამართლოს უფლებები


აქვს თუ არა უფლება ამერიკის სასამართლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოური კომპანიების საქმეები განიხილოს

დღეს, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ახალ სესიას ხსნის, რომელზეც ერთი სქესის ქორწინების, თანასწორუფლებიანობის ინიციატივის და ხმის მიცემის უფლებები განიხილება. დღის წესრიგში პირველ თემად შეტანილია სასამართლო საქმე, რომელიც განიხილავს საკითხს, თუ რამდენად აქვს უფლება ამერიკის სასამართლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოური კომპანიების საქმეები განიხილოს.

12 ნიგერიელის საჩივარმა „როიალ დაჩ პეტროლიუმის“ წინააღმდეგ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, არგენტინის მთავრობა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მდივანი, ნავი პილაიც არიან. კომპანიას ბრალი თანამშრომელთა წამებაში, სიკვდილით დასჯაში და სხვა მრავალ დანაშაულებრივ ქმედებაში ედება, რომლებიც ნიგერიის ყოფილი სამხედრო ლიდერის, სანი აბაჩას მმართველობის პერიოდში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG