ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანკომატების გაძარცვის საქმეზე ბოროტმოქმედები დააკავეს


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ხუთმა ახალგაზრდა ეჭვმიტანილმა, ფულის ძირითადი ნაწილი ამ აფიორის ორგანიზატორებს გადასცა

შეერთებული შტატების სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს მსოფლიოს მასშტაბით ბანკომატების გაძარცვის საქმეზე. ბოროტმოქმედებმა ახლო აღმოსავლეთის ორი ბანკიდან 45 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ოფიციალური ცნობით, 5 ეჭვმიტანილი ამ სქემაში ე.წ. „გამნაღმდებლის“ როლში იყო. მათ ნიუ იორკის ბანკომატებიდან 2.8 მილიონი დოლარი გაიტანეს.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ხუთმა ახალგაზრდა ეჭვმიტანილმა, ფულის ძირითადი ნაწილი ამ აფიორის ორგანიზატორებს გადასცა, თუმცა ნაწილი თვითონაც გამოიყენა ფუფუნების საგნების შესაძენად.
XS
SM
MD
LG