ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაგრამის ციხე ავღანეთის მთავრობას გადაეცა


შეერთებულმა შტატებმა მის განკარგულებაში არსებული ბაგრამის ციხე ავღანეთის მთავრობას გადასცა. ქვეყნის პრეზიდენტმა და ოფიციალურმა პირებმა ეს ფაქტი ავღანეთის დამოუკიდებლობის კიდევ ერთ გამარჯვებად შეაფასეს და ის მცირე საზეიმო ცერემონიალით აღნიშნეს.

„ავღანეთი კიდევ ერთხელ დებს პირობას, რომ პატიმრებს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით მოეპყრობა,“ - აცხადებს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ჯანან მუსაზაი.

თუმცა, უფლებადამცველი რეიჩელ რეიდი, „ღია საზოგადოება ავღანეთიდან“ შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის და სასჯელმიხდილთა მომავალი ბედის გამო.

სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ანალოგიურ სიტუაციებში მთავრობა მოქალაქეებს საპატიმროში ხშირად სასამართლოს და ადვოკატის გარეშე ათავსებს,“ - აღნიშნავს უფლებადამცველი.

დღეს 3 ათასზე მეტი პატიმარი ავღანელების განკარგულებაში გადაიყვანეს. ამ წლის მარტში დადებული ხელშეკრულების თანახმად, ციხეებზე კონტროლი ოფიციალური ქაბულის განკარგულებაში გადავიდა.
XS
SM
MD
LG