ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მხარს უჭერს ავღანეთის არჩევნებს


ჰამიდ კარზაის უფლება არ ეძლევა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყაროს კენჭი

ევროკავშირი მიესალმება ავღანეთის განცხადებას 2014 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ოთხშაბათს, ავღანეთში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ვიგაუდას უსაკასმა განაცხადა, რომ ავღანეთის გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.

ჰამიდ კარზაი მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტია. მას აღარ ეძლევა კანონიერი უფლება მესამედ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.

მომავალი არჩევნები ავღანეთის ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ხმათა გაყალბების შემთხვევებს.
XS
SM
MD
LG