ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები ავღანეთის შესახებ


ბარაკ ობამა და მიტ რომნი შეთანხმდნენ, რომ ავღანეთიდან გამოსვლა 2014 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ოთხი წლის წინ ავღანეთის ომი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიაში. მაშინ სენატორი ბარაკ ობამა ავღანეთშიც კი ჩავიდა და ამგვარი განცხადება გააკეთა:

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა 11 სექტემბრის შემდეგ ის იყო, რომ ავღანეთში საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ. ჩვენ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.“

მაგრამ დღეს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ავღანეთში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის დაკარგვისა და მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ, ამერიკელები მზად არიან ცვლილებებისთვის.

2012 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამერიკელების ნახევარზე მეტმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას დაუჭირა მხარი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, ბარაკ ობამა და მიტ რომნი კი შეთანხმდნენ, რომ ავღანეთიდან გამოსვლა 2014 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით: „ავღანეთში გარდამავალ პროცესს მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რათა ავღანელებმა საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა შეძლონ.“

რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ კი ასე განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს ახალი ერაყი და ახალი ავღანეთი, ეს კურსი ჩვენ სიკეთეს არ მოგვიტანს.“

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ავღანეთის მთავრობა 2014 წლისთვის არ იქნება მზად, რათა ბოლომდე გადაიბაროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

როგორც კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მელოუ ინოკენტი ამბობს, ამერიკელები ერაყის მსგავსად აღარც ავღანეთის ომს უჭერენ მხარს. მისი თქმით: „ის, რაც ოდესღაც სამართლიანი ომი იყო, ახლა დავიწყებულ ომად გადაიქცა.“

შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი ამჟამად ამერიკის ეკონომიკურ პრობლემებზეა ორიენტირებული, როგორც ქალბატონი ინოკენტი ამბობს, ამერიკელებს საკუთარი ქვეყნის პრობლემების მოგვარება სურთ და სხვების ბედი ნაკლებად აინტერესებთ.მისი თქმით: „საზოგადოება იმდენად გადაიღალა ომით, რომ ამერიკელებს გაგონებაც კი არ უნდათ თუ რა ხდება საზღვარგარეთ.“

მაშინ, როდესაც ავღანეთში ამერიკის ჯარების როტაცია მიმდინარეობს, ვაშინგტონი ქაბულს 2024 წლამდე დახმარების აღმოჩენას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG