ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი და წარმომადგენელთა პალატა შეთანხმდნენ


ახალი გეგმით სამხედრო დაფინანსება 92 მილიარდი დოლარით გაიზარდა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატა და სენატი შეთანხმდნენ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 ტრილიონი დოლარი ფედერალური მთავრობის სექტემბრამდე დაფინანსებას მოხმარდეს. ამ შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ხელმეორედ დახურვას გადაურჩება.

ეს განცხადება ორშაბათს დემოკრატმა სენატორმა და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბარბარა მიკულსკიმ და რესპუბლიკელმა ჰაროლდ როჯერსმა გააკეთეს, რომელიც კონგრესში საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობს.
სამომავლო დანახარჯების გეგმა წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგია, რომლის მიხედვითაც ფედერალური მთავრობა მომავალი ორი წლის განმავლობაში დაფინანსდება.

ახალი შეთანხმების თანახმად, ხარჯების ავტომატური შეკვეცა გამოირიცხა, რაც გასულ წელს შიდა და სამხედრო პროგრამებზე აისახა. გეგმის მიხედვით, სამხედრო დაფინანსება 92 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც უცხოეთში სამხედრო ოპერაციების დაფინანსებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG