ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩი იაპონიის იმპერატორს შეხვდა


ქეროლაინ კენედი შეერთებული შტატების პირველი ქალი ელჩია იაპონიაში

დღეს ტოკიოს ქუჩებში ათასობით ადამიანი საზეიმო ცერემონიალით შეხვდა იმპერატორთან შესახვედრად მიმავალ ამერიკის ელჩს იაპონიაში ქეროლაინ კენედის.

55 წლის ქეროლაინ კენედი ცხენებით შებმულ ეტლში იჯდა და ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს ესალმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ელჩის და იმპერატორის შეხვედრა ჩვეულებრივი ტრადიციაა, ქეროლაინ კენედის და იმპერატორ აკიჰიტოს შეხვედრა ოაპონიის თითქმის ყველა ტელეარხმა გააშუქა.

ქეროლაინ კენედი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენენდის ერთადერთი ქალიშვილია. იგი ასევე შეერთებული შტატების პირველი ქალი ელჩია იაპონიაში.
XS
SM
MD
LG