ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს ხვდება


შეხვედრის მთავარი თემები ორი ქვეყანის ალიანსის განმტკიცება იქნება

პრეზიდენტი ობამა დღეს თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემები ორი ქვეყანის ალიანსის განმტკიცება, ჩრდილოეთ კორეის პრობლემა და იაპონია-ჩინეთის დაძაბული ურთიერთოებები იქნება.
შეხვედრაზე რეგიონალურ პრობლემებთან ერთად გლობალურ საკითხებსაც განიხილავენ. როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი და სტრატეგიული თანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი ბენ როდსი აცხადებს პრეზიდენტი ობამა და იაპონიის პრემიერი ფხინიანის პრობლემაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
მისი თქმით:“ როგორც პრეზიდენტმა ობამამ ამასწინათ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის პროვიკაციული გეგმების და ბირთვული იარაღის გამოცდების საპასუხოდ ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას რეგიონში მისი მოკავშირეების დაცვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს იაპონიას და სამხრეთ კორეას ეხება.“
ვაშინგტონი აღნიშნულ ქვეყნებს რაკეტსაწინაღო სისტემებით ამარაგებს. კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტის დენი რასელის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა იაპონიასა და ჩინეთს შორის სენკუკუს კუნძულებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების აღმოფხრას ცდილობს.
მისი თქმით:“ დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გულდასმით მოუსმენს იაპონიის პრემიერის არგუმენტებს და ყველაფერს გააკეთებს დიპლომატიური გზებით დაძაბულობის შენელების მიზნით.“
როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექპერტი ნიკოლას სეუჩენი ამბობს, ობამასა და აბეს მოლაპარაკება წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის ორგანიზაციასაც შეეხება, რომელშიც გაწევრიანებისგან ტოკიოს ვაშინგტონთან მოუგვარებელი რამდენიმე საკითხი უშლის ხელს.
თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი ყოველთვის აღნიშნავდა იაპონიასთან შეერთებული შტატების ალიანსის მნიშვნელობას. 2009 წლის თებერვალში იაპონიის პრემიერ-მინისტრი პირველი სახელმწიფო ლიდერი იყო, რომელიც პრეზიდენტ ობამს შეხვდა.
XS
SM
MD
LG