პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში 6 ეჭვმიტანილი მეამბოხე დაიღუპა. ჩრდილოეთ ვაზირისტანის შავალის რაიონში, დრონით ორი გასროლა განხორციელდა მეამბოხეთა სამალავზე. სავარაუდოდ, სამალავი თალიბანისა და ალ ყაიდას მეამბოხეებს ეკუთვნოდათ. ამერიკის ხმასთან საუბარში პაკისტანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ სამიზნე ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჰაკანის დაჯგუფება გახდა. ეს უკანასკენლი კი, ავღანეთში განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
ჩრდილოეთ ვაზირისტანის შავალის რაიონში, მეამბოხეთა სამალავზე დრონით ორი გასროლა განხორციელდა
ამავე თემაზე
პოპულარული
1