ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დედაქალაქის პოლიციამ ხუთშაბათს გამართულ ქალთა საპროტესტო აქციაზე 575 დემონსტრანტი დააკავა. ვაშინგტონში შეკრებილი ქალები პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

აქტივისტებმა მჯდომარე აქცია შეერთებული შტატების სენატორთა ოფისების წინ მოაწყეს. ქალები სოლიდარობას უცხადებდნენ უსაბუთო იმიგრანტებს, რომელთა წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას ატარებს.

თეთრმა სახლმა შეაჩერა ქვეყანაში სამხრეთ საზღვრებიდან უკანონოდ გადმოსული ოჯახებისთვის მცირეწლოვანი შვილების ჩამოცილების და ცალკე დაკავების პროცესი. თუმცა, 2 ათასამდე ბავშვი ჯერ კიდევ მშობლების გარეშეა დარჩენილი. ოჯახები აცხადებენ, რომ არ იციან, თუ სად ეძებონ და როგორ იპოვონ საკუთარი შვილები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG