ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში შტორმების გაგრძელებას ელიან


შეერთებულ შტატებში ამინდის პროგნოზის სააგენტოები ამბობენ, რომ ქვეყნის შუა ნაწილში უფრო მეტი მძლავრი შტორმის საშიშროება დგას. მათ შორის, დგას ტორნადოების საშიშროებაც.

ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინდიანის აღმოსავლეთში და ოჰაიოს დასავლეთში ტორნადოების რკალმა ბევრი სახლი და გზა დააზიანა. ადგილობრივები ზარალს ჯერ ისევ აღრიცხავენ. ჯერ-ჯერობით მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

ამერიკის ცენტრალური ნაწილი, ჭექა-ქუხილსა და ტორნადოებს უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც უმკლავდება, ამ ქარიშხლებმა რამდენიმე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მათ შორის მისურიში, ოკლაჰომაში, აიოვასა და ინდიანაში.

მაშინ, როცა ცენტრალური ამერიკა ტორნადოებს უმკლავდება, ქვეყნის სამხრეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ჯორჯიის შტატში ქალაქ ავგუსტაში ტემპერატურამ 141 წლიან რეკორდს 37.2 გრადუსს მიაღწია. ხოლო ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე კი ტემპერატურა რეკორდულად დაბალია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალიფორნიის მთებში თოვლის შედეგად, რამდენიმე სათხილამურო კურორტმა სეზონის დახურვა აგვისტომდე გადაწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG