ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მისურის შტატს ესტუმრება


ბარაკ ობამა მისურის შტატს ესტუმრება
ბარაკ ობამა მისურის შტატს ესტუმრება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ის კვირას მისურის შტატში ჩავა და დამანგრეველი ტორნადოს შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებს მოინახულებს.

ამის შესახებ ბარაკ ობამამ ლონდონიდან განაცხადა. მისი თქმით, ფედერალური მთავრობა ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებს სტიქიით დაზარალებული ხალხის დასახმარებალდ.

„ცხადია, ჩვენ ამ მომენტში ლოცვით და ფიქრით ვართ იმ ოჯახებთან ვინც დაზარალდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მთელი ამერიკა მათზე ზრუნავს და ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG