ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტორნადომ 350 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


აშშ-ში ტორნადომ 350 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, მთელი კვირის განმავლობაში ძლიერმა ქარიშხლებმა და ტორნადომ 350 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ამერიკს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი სტიქიური უბედურებაა. მანამდე ამგვარი ქარიშხალი 1925 წელს დაატყდა თავს შეერთებულ შტატებს, როდესაც 747 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ალაბამაში პრეზიდენტი ობამა ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს ცხოვრებაში და შეძრწუნებულია სტიქიის დამანგრეველი შედეგებით.

ბარაქ ობამამ სტიქიური უბედურებით დაზარალლებულ შტატებს ფედერალური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG