ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაადრევი კენჭისყრა აშშ-ში


32 შტატსა და დედაქალაქში ამომრჩეველს ხმის მიცემა დროზე ადრე შეუძლია

მილიონობით ამერიკელმა, საპრეზიდენტო არჩევნების ნაადრევი კენჭისყრის მედეგად საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. საყოველთაო არჩევნები კი სამშაბათს, 6 ნოემბერს ჩატარდება.

32 შტატსა და ქალაქ ვაშინგტონში ამომრჩეველს ხმის მიცემა დროზე ადრე შეუძლია. ნაადრევად ხმის მიცემა შესაძლებელია ასევე ფოსტის მომსახურების გამოყენებით.

ნევადის შტატში ხმის მიცემის პროცესი 20 ოქტომბრიდან დაიწყო. ნევადის მაცხოვრებლების განცხადებით, ზოგიერთი მოქალაქისთვის სამუშაო გრაფიკის გამო 6 ნოემბერს არჩევნბეზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG