პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პირადად აკისრებს პასუხისმგებლობას ვენესუელის პრეზიდენტს ქვეყანაში ოპოზიციის ორი ლიდერის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გმობს მადუროს დიქტატურის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, რომ ბატონები ლოპესი და ლედეზმა პოლიტიკური პატიმრები არიან და აშშ მათ დაუყოვნებლივ გათვისუფლებას ითხოვს.
ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას უარყოფითად გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპრტმანეტის ხელმძღვანელიც.
ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა უარყო ვაშინგტონი ბრალდებები, რომ პრეზიდენტი მადურო დიქტატორია და დასძინა, რომ დიქტატორები არჩევნებს არ ატარებენ.
Facebook Forum