ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მხარს ვუჭერთ უკრაინის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს" - ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრის მთავარი გზავნილები


ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური გზის ურყევი მხარდამჭერი რჩება. განცხადება თეთრ სახლში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მაშინ გააკეთა, როდესაც ოვალურ ოთახში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა.

ჯო ბაიდენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა და აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება.

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ ამერიკა უკრაინას 60 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. არსებული ინფორმაციით უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები "ჯაველინები" გადაეცემა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაახლებთ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას ერებს შორის და ვქმნით თავდაცვის ახალ სტრატეგიულ ჩარჩო-ხელშეკრულებას. ასევე უსაფრთხოების მხარდასაჭერად, 60 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარებას გამოვყოფთ,"-განცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინის დახმარებას პანდემიასთან ბრძოლაშიც. უკრაინამ საერთაშორისო ორგანიზაცია "კოვაქსის" პლატფორმის გავლით ამერიკისგან 2 მილიონზე მეტი ვაქცინა უკვე მიიღო.

პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრამდე, ვოლოდიმირ ზელენკი და უკრაინის მთავრობის წევრები ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდნენ. შეხვედრაზე პენტაგონში ამერიკასა და უკრაინას შორის ტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. ვრცლად

Facebook Forum

XS
SM
MD
LG