ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პარლამენტი რეზერვის მობილიზაციას აცხადებს


სიმფეროპოლში გამარჯვებას ზეიმობენ
სიმფეროპოლში გამარჯვებას ზეიმობენ

ყირიმელი კანონმდებლების დელეგაცია მოსკოვში ფედერაციის წევრობისთვის აუცილებელი პროცედურების განსახილველად მიემგზავრება

კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ყირიმის რეგიონალურმა ასამბლეამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთს ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართა. უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა კენჭისყრას იარაღის ქვეშ მიმდინარე „ცირკის სანახაობა“ უწოდა. საერთაშორისო დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ რეფერენდუმი მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. მოსკოვის პოსტ-საბჭოთა მეთოდები მთელ მსოფლიოში დიდ შეშფოთებას იწვევს. შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თითქმის მთელი საერთაშორისო საზოგადოება გმობს ყირიმის ოკუპაციას და არ ცნობს რეფერენდუმის შედეგებს. დასავლეთი დიდი სიფრთხილით ადევნებს თვალს, თუ რა იქნება რუსეთის შემდეგი სვლა.

კრიზისული სიტუაციის პასუხად, უკრაინის პარლამენტმა რეზერვის ნაწილობრივი მობილიზაცია დაამტკიცა. ყირიმს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, შესაბამისად მისი ინფრასტრუქტურა, ენერგიის წყაროები, წყალი და თითქმის ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსი, მას უკრაინის ტერიტორიიდან მიეწოდება. დღეს ყირიმელი კანონმდებლების დელეგაცია მოსკოვში ფედერაციის წევრობისთვის აუცილებელი სხვა დანარჩენი პროცედურული საკითხის განსახილველად მიემგზავრება. რუსი კანონმდებლები ყირიმელ კოლეგებს ლეგალური დაბრკოლებების სწრაფი დაძლევის პირობას აძლევენ.
XS
SM
MD
LG