ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ხაზინამ ირანს სანქციები დაუწესა


ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ირანის მიერ ტერორისტების მხარდაჭერის შესაზღუდად ახალი სანქციები დააწესა.

გამოცხადდა ირანის ქუდის ძალების მთავარი სპეციალისტების სახელები. ქუდი კი რევოლუციურ გუშაგთა გვარდიის ერთერთი ნაწილია, რომელიც ტერორისტების დახმარებაზე მუშაობს. ეს პირები ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უზრუნველყოფენ ტერორისტული ჯგუფებისთვის ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. . ამ ჯგუფებს შორის არის ჰეზბოლა, ჰამასი, პალესტინური ისლამური ჯიჰადი, და თალიბანი. ერთერთი ამ დასახელებულ პირთა შორის არის სირიაში მყოფი წარმოშობით ირანელი ოფიციალური პირი რეზა მუსავი.

ამას გარდა, ხაზინის დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა ორ ორგანიზაციას ლიბანში, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს ეხმარებიან. ეს ორგანიზაციებია „ ლიბანის ირანული რეკონსტრუქცის კომიტეტი“ და იმამ ხომეინის საქველმოქმედო კომიტეტ, რომლებიც ჰეზბოლას ეხმარებიან. შედეგად, აიკრძალება ამ ორგანიზაციებისა და ნებისმიერი ამერიკელი მოქალაქის ფინანსური გარიგება, და ყადაღა დაედება ყველა იმ ქონებას, რომლებიც ამ ორგანიზაციებს ამერიკის იურისდიქციაში აქვთ.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ასევე მოიძია 21 კომპანია, რომლებიც ირანის ფარგლებს გარეთ აწარმოებენ ბიზნეს და მათ ირანის ხელისუფლების სხვადასხვა ელემენტი ფლობს და ამუშავებს. ეს ორგანიზაციები, როგორც ხაზინის მდივნის მოადგილემ სტუარტ ლევიმ განაცხადა, ამერიკის მოქალაქეებს ეხმარება ამოიცნონ საეჭვო ფირმები და მათთან საქმე არ დაიკავონ.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს ზომები მოსდევს ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს და მიზნად ისახავს დამატებითი ზეწოლის განხორციელებას თეირანზე. აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, ევროკავშირმა, კანადამ, ამერიკა, და ავსტრალიამ უკვე მიიღეს მსგავსი ზომები.

ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის სპიკერმა ფი ჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ ირანზე მზარდ ზეწოლას შედეგები უკვე აქვს. ირანში ახლა ბევრად უფრო რთულია ბიზნესის წარმოება და იზრდება მისი საფასური. ჩვენ იმედს გვაძლევს მოვლენების ასეთი განვითარება.

XS
SM
MD
LG