ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა ახალგაზრდამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი აღიარა


ამერიკელმა თინეიჯერმა, 17 წლის ალი შუკრი ამინმა, დღეს აღიარა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობა და ჯგუფისთვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევა. 17 წლის ბიჭის ბრალდება და შესატყივისი დანაშაულის დამტკიცება 15-ტ წლიან პატიმრობას ითვალისწირებს.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამინმა ასევე აღიარა ახალგაზრდა ამერიკელისთვის წლის დასაწყისში გაწეული დახმარება, მეორე ახალგაზრდის სირიაში მოგზაურობის ჩათვლით "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანების მიზნით.

იუსტიციის მდივნის მოადგილის ჯონ კარლინის განცხადებით ამინმა სოციალურ მედიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით იაქტიურა. ოფიციალური პირის მტკიცებით, ამ დაჯგუფების მიერ მიმდინარე სტრატეგია ამერიკელი ახალგაზრდების რადიკალიზაციას, დაქირავებასა და ძალადობაში მონაწილეობისთვის წახალისებას ისახავს მიზნად . მან მშობლებს და თემის ლიდერებს მოუწოდა ამ საშიშროებას დაუპირისპირდნენ და აღკვეთონ ის.

XS
SM
MD
LG