შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ომანში ჩავიდა სირიის კონფლიქტზე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების მიზნით.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ომანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიაში მიმდინარე მოვლენებში, და კერისთვის საინტერესოა სულთან ქაბუს ბინ საიდის აზრი ამასთან დაკავშირებით.
ომანი შეერთებული შტატების მოკავშირეა, მაგრამ მას კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ ირანთან. საერთაშორისო კონფერნცაიში ირანის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვსა და ვაშინგტონს განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ.