ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი სირიის მოქმედებებს იდლიბში ყურადღებით აკვირდება


იდლიბი, 4 სექტემბერი, 2018
იდლიბი, 4 სექტემბერი, 2018

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი აცხადებს, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება სირიის მთავრობის მიერ ქალაქ იდლიბში წარმოებულ მოქმედებას და იმას, გამოიყენებს თუ არა ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს მოსახლეობის წინააღმდეგ. მატისის თქმით, იდლიბში გამაგრებულ ოპოზიციურ ძალებს ქიმიური იარაღის გაშვების შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვენ არ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმაზე, რომ ოპოზიციას ქიმიური იარაღის გაშვების შესაძლებლობა აქვს,“ მეორეს მხრივ კი, არსებობს მტკიცებულება, რომ ასადმა „ეს წარსულში უკვე გააკეთა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს,“ თქვა მატისმა.

შეერთებული შტატების და გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იდლიბში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისია მოსალოდნელი. ანალიტიკოსების აზრით, ერთადერთი, რამაც შესაძლოა ეს ყველაფერი შეაჩეროს და ვითარება შეცვალოს, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერების შეხვედრა და მათი შესაძლო გადაწყვეტილებაა. ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, თურქეთში ხვდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG