ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ 4 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას გეგმავს


შეერთებული შტატები ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას აპირებს. ეს ქვეყნებია ერიტრია, გვინეა, სიერა-ლეონე და კამბოჯა.

წინა ადმინისტრაციების მმართველობისას ამ ქვეყნების მოქალაქეებზე ვიზების გაცემა ორჯერ შეწყდა. შეერთებული შტატების მხრიდან ეს დეპორტაციების პროცესის ნაწილი იყო.

გასულ კვირას შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა სახელმწიფო დეპარტამენტს შეატყობინა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები აჭიანურებენ, ან უარს აცხადებენ, ამ ქვეყნებიდან არალეგალი მოქალაქეების უკან მიღებაზე.

წარსულში ვიზის გაცემის შეწყვეტის სამიზნე დიპლომატები და სამთავრობო პირები იყვნენ, ამჯერად გაურკვეველია თუ ვის შეეხება შეზღუდვები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, სიერა ლეონის 46მა მოქალაქემ მიიღო წელს დეპორტაციის განკარგულება, აქედან 22 შემთხვევაში მიზეზი კრიმინალური ქმედება იყო.

საყოველთაო აღწერის თანახმად, შეერთებულ შტატებში ამჟამად სიერა-ლეონეს 49 000 მოქალაქე ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG