ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სათვალთვალო პროგრამების სკანდალი გრძელდება


ბრაზილიური გაზეთების მიხედვით, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები თვალს მილიარდობით ბრაზილიელის კომუნიკაციასაც ადევნებდნენ

ბრაზილიის მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკაში სატელეფონო და ინტერნეტ-თვალთვალის სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებს შეისწავლის, რათა დააზუსტოს, თუ რამდენად ხდებოდა ბრაზილიელთა მიმოწერის და საუბრების მონიტორინგი. განცხადება ბრაზილიურ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები თვალს მილიარდობით ბრაზილიელის კომუნიკაციასაც ადევნებდნენ.

პარალელურად, მოსკოვში, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ედვარდ სნოუდენისგან თავშესაფრის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის მიღების ფაქტს ადასტურებს. ბოლივიის, ვენესუელის და ნიკარაგუას ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც 30 წლის სნოუდენს, რომელმაც ამერიკის დაზვერვის საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა, სამივე ქვეყანა თავშესაფარს სთავაზობს. ბოლო მონაცემებით, ის კვლავ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ მისი პასპორტი გააუქმა, ჯაშუშობისთვის ძებნილ სნოუდენს გადაადგილების საშუალება შეზღუდული აქვს.
XS
SM
MD
LG