აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ნომინანტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე-ელენა კაგანი დღეს ამერიკელ სენატორებს ხვდება. კაგანი, რომელიც ამჟამად ამერიკის მთავარი პროკურორია დღეს შეხვედრებს გამართავს სენატის უმრავლესობის ლიდერთან ჰარი რიდთან, უმცირესობის ლიდერებთან და სენატის იურიდიულ საკითხა კომიტეტის წარმომადგენლებთან.
კაგანის კანდიდატურას სწორედ სენატის ეს კომიტეტი განიხილავს სანამ მას სენატის სრული შემადგენლობა უყრის კენჭს.