ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის გენებზე პატენტის დადება აიკრძალა


კომპანიამ "მირიად ჯენეტიკსმა" გამოავლინა გენი, რომელიც მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს რისკს ზრდის. კომპანიამ გენი გამოყო და დააპატენტა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ადამიანის გენის პატენტის უფლება არ მიეცემათ. პაციენტების უფლებების დამცველი ჯგუფები ამას დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ. თავის მხრივ, სასამართლომ დატოვა მექანიზმები, რომელიც დაიცავს პატენტებს წამყვან ბიოტექნოლოგიურ გამოგონებებზე.

კომპანიამ "მირიად ჯენეტიკსმა" გამოავლინა გენი, რომელიც მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს რისკს ზრდის. კომპანიამ გენი გამოყო და დააპატენტა.

"მირიად ჯენეტიკსს" ამ გენის ექსკლუზიური გამოყენების უფლება აქვს, რაც პრობლემას წარმოადგენს იმის გამო, რომ პატენტი სხვა ლაბორატორიების მიერ გენეტიკური ტესტების შემუშავებას ზღუდავს.
XS
SM
MD
LG