ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს რამდენიმე შტატში ადგილობრივი და გუბერნატორის არჩევნები გაიმართა


Virginia elections
Virginia elections

რესპუბლიკელმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით აწარმოებდა კამპანიას, 5 ნოემბერს, გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ხოლო მეორე კანდიდატი, კენტუკიში, რომელიც ასევე პრეზიდენტის მხარდაჭერით მოქმედებდა, ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს, რადგან მისი ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან, ენდი ბეშერი, მას მხოლოდ 5300 ხმით უსწრებს.

პრეზიდენტი ტრამპი მისისიპის შტატში ტატე რივს, ხოლო კენტუკიშში მეტ ბევინს ეხმარებოდა და მათთან ერთად ხვდებოდა მხარდამჭერებს. რივზმა 52 პროცენტიანი გამარჯვება მოიპოვა დემოკრატი ოპონენტის წინააღდეგ. ხოლო კენტუკიში, დემოკრატმა ბეშერმა ხმების 49.2 პროცენტი აიღო, მაშინ როცა ბევინმა 48.8. ბევინი დემოკრატი მეტოქის გამარჯვების აღიარებაზე უარს აცხადებს.

პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ 5 ნოემბრის არჩევნებმა შესაძლოა აჩვენოს, თუ როგორ წარიმართება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ს ამა, თუ იმ შტატში.

პრეზიდენტი ტრამპი, ოთშაბათს, ლუიზიანის შტატიდან დაბრუნდა, სადაც ის რესპუბლიკელ ედი რისპონს ეხმარება დემოკრატი გუბერნატორის ჯონ ბელ ედვარდსის წინააღდეგ.

დემოკრატებისთვის შტატის არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა ვირჯინიის შტატში. მათ ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაზე მოიპოვეს კონტროლი. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვირჯინიის შტატში პირველი შემთხვევაა, როცა დემოკრატები შტატის საკანონმდებლო ორგანოს და ასევე გუბერნატორის ოფისს აკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG