ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კოსმოსურმა ხომალდის „ენდევორის“ გაშვება განხორციელდა


დღეს კოსმოსურმა ხომალდის „ენდევორის“ გაშვება განხორციელდა
დღეს კოსმოსურმა ხომალდის „ენდევორის“ გაშვება განხორციელდა

შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ნასას განცხადებით, დღეს კოსმოსურმა ხომალდის „ენდევორის“ გაშვება განხორციელდა. ეს მისი უკანასკნელი გაფრენაა, რადგანაც მოკლე ხანში ამ ხომალდის გაუქმება იგეგმება. ნასას თქმით, არ არსებობდა შემაფერხებელი გარემოებები, ამინდისა და ტექნიკური საკითხების ჩათვლით, რაც „ენდევორის“ გაშვებას ხელს შეუშლიდა. ხომალდი კოსმოსში ჯერ კიდევ აპრილში უნდა გასულიყო, თუმცა ელექტროსადენების პრობლემის გამო, მისი გაშვება გადაიდო. დღეს ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრთან 500 ათასამდე ადამიანი შეიკრება, რომელთაც სურდათ საკუთარი თვალით ეხილათ „ენდევორის“ გაშვება. შეკრებილ ხალხს შორის იმყოფებოდა ამერიკელი კონგრესმენი ქალბატონი გაბრიელ გიფორდიც, რომელიც იანვარში არიზონას შტატში თავდასხმის დროს მძიმედ დაჭრეს. „ენდევორის“ ეკიპაჟს სწორედ გიფორდის მეუღლე ასტრონავტი მარკ კელი ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG