ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ენდევორის" ბედი დღეს გადაწყდება


"ენდევორის" ბედი დღეს გადაწყდება
"ენდევორის" ბედი დღეს გადაწყდება

ამერიკის კოსმოსის ეროვნული სააგენტო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გაფრინდება თუ არა კოსმოსური ხომალდი „ენდევორი“ ორშაბათს.

სააგენტომ პარასკევს დაგეგმილი ხომალდის გაშვება გააუქმა ინჟინრების მიერ აღმოჩენილი პრობლემის გამო. „ენდევორმა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უნდა მიიტანოს. უახლესი ინსტრუმენტებით ასტრონავტებს ახალი კვლევების ჩატარების საშუალება მიეცემათ.

ეს „ენდევორისთვის“ 25-ე და უკანასკნელი გაფრენა იქნება. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ მას ლოს ანჯელესის კოსმოსის მუზეუმში დააბინავებენ.

XS
SM
MD
LG