ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, აღმოსავლეთ ავღანეთში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათივე განცხადებით, ინციდენტი შაბათს მოხდა, თუმცა, დეტალების შესახებ საუბრისგან მათ თავი შეიკავეს.

თვის დასაწყისში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა ავღანეთ-ნატოს ერთობლივ პატრულზე მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე თალიბანმა აიღო.

XS
SM
MD
LG