ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში უცხოელებით სავსე ავტობუსი აფეთქდა


ტერაქტი ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა უცხოელებით სავსე ავტობუსი ააფეთქა და სულ ცოტა 12 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ტერაქტი ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. დაღუპულთა შორის 8 სამხრეთ აფრიკელია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ავღანელ მოჯაჰედთა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ, ჰეზბი-ისლამიმ იკისრა. ამ ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აფეთქება ქალმა განახორციელა ინტერნეტით გავრცელებული ანტი-ისლამური ფილმის გამო, რომელმაც მთელ მსოფლიოში დიდი არეულობა და საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ამასობაში, ავღანელი სამხედროების მიერ კოალიციის ჯარისკაცებზე სისტემატური თავდასხმების გამო, რომლებსაც წელს ავღანეთში საერთაშორისო ძალების 51 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ნატომ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთობლივი ოპერაციების განხორციელება შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG