ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის დახურვის გამო, ამერიკაში რეისები ფერხდება


დღეს დილით, ნიუ-იორკის ლაგვარდიის აეროპორტში ჩამომავალი რეისები შეფერხდა. შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობის დახურვის 35-ე დღეს მათ კადრების დაკომპლექტების პრობლემა აქვთ.

იგივე მოხდა ფილადელფიის და ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტებში. ავია-დისპეტჩერები და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის აგენტები იმ ასობით ათას ფედერალურ თანამშრომელს შორის არიან, ვინც მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო არ მუშაობენ, ან უხელფასოდ მუშაობენ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისევ ვერ თანხმდებიან. 2019 წლის სამთავრობო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, ამერიკის მთავრობის თანამშრომლების უმეტესი ნაწილი თვეზე მეტია უხელფასოდაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG