ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ბიუჯეტის ორივე პროექტი ჩავარდა


დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც კედლისთვის საჭირო თანხები იყო გათვალისწინებული, სენატში ჩავარდა.

ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა ვერც დემოკრატთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, რომელიც სულ რამდენიმე კვირით გულისხმობდა დახურული მთავრობის გახსნას და მოლაპარაკებების ამ ვითარებაში გაგრძელებას.

თავდაპირველად სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი ამბობდა, რომ კენჭისყრაზეც არ გაიტანდა იმ ვარიანტს, რომელზე ხელმოწერასაც პრეზიდენტი არ აპირებს. თუმცა საბოლოოდ, კენჭისყრაზე ორივე კანონპროექტი ჩავარდა. მათ მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდათ.

ამერიკის ფედერალური მთავრობის ნაწილის საქმიანობა უკვე 34 დღეა შეჩერებულია. გასულ კვირას პრეზიდენტმა დემოკრატებს ე.წ. "დაკას" საკანონმდებლო აქტის ძალის გახანგრძლივება შესთავაზა. მისი წინადადება გულისხმობდა გაფართოებულ ლეგალურ სტატუსსა და დეპორტაციისგან დაცვის გარანტიებს ე.წ. "მეოცნებეებისთვის". გარდა ამისა, ის სთავაზობდა დროებითი დაცვის სტატუსის სამი წლით გახანგრძლივებას იმ 300 000-მდე ადამიანს, რომლების ლეგალური სტატუსიც იწურება. თუმცა დემოკრატებმა მისი წინადადება არ მიიღეს და თქვეს, რომ არ აპირებენ მოლაპარაკებას, სანამ მთავრობა დახურულია. ხუთშაბათის კენჭისყრაზე მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი სწორედ რამდენიმე კვირით მთავრობის მუშაობის აღდგენას და მოლაპარაკებების ამ პირობებში გაგრძელებას გულისხმობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG