ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტორნადოები მძვინვარებს


აშშ-ში ტორნადოები მძვინვარებს
აშშ-ში ტორნადოები მძვინვარებს

შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში მძვინვარე ქარიშხლებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ოთხშაბათს ალაბამას შტატის ქალაქ ტუსკალოსაში ტორნადომ 128 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ამ ქალაქის მერის ვალტერ მედოქსის განცხადებით ქარიშხალმა მიწის პირისგან აღგავა ქალაქი, რომელშიც ძირითადად ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტები ცხოვრობდნენ.

ქარბორბალა ქალაქ ბირმინგემსაც დაატყდა თავს. პრეზიდენტმა ობამამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამ შტატში. ტორნადოს შედეგად მსხვერპლია მისისიპის, ჯორჯიის, ტენესის, ვირჯინიის და არკანზასის შტატებში.

XS
SM
MD
LG