ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა პრეზიდენტს კანდიდატების დამტკიცების შესაძლებლობა დაუბლოკა


ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაბლოკა პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობა პოლიტიკურ პოსტებზე დაამტკიცოს კანდიდატები, სანამ კონგრესის ზედა პალატა აგვისტოში შვებულებაში იქნება.

სენატორებმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან ბოლო დროს გენერალური პროკურორის მისამართით გაძლიერებული საჯარო კრიტიკის შემდეგ გადადგეს.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა თავისი გუნდის წევრებს ჯეფ სეშენსის გადაყენების იდეა სწორედ კონგრესის მიერ საზაფხულო შვებულების გამოცხადების შემდეგ გააცნო. ამ დროს მას შესაძლებლობა ექნებოდა ახალი გენერალური პროკურორი საკანონმდებლო დამტკიცების პროცედურის გარეშე დაენიშნა. თეთრმა სახლმა ამ ცნობას "მორიგი მცდარი ინფორმაცია" უწოდა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი, რომელიც თავდაპირველად მისი აქტიური მხარდამჭერი იყო, ცოტა ხნის წინ საჯაროდ გააკრიტიკა მისი გადაწყვეტილების გამო, სათავეში არ ჩადგომოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG