ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას ახალი თავდაცვის მდივანი ჰყავს 


ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ცოტა ხნის წინ თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ ნომინირებული კანდიდატი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა. კენჭისყრაზე ოსტინის კანდიდატურას 100 კანონმდებლიდან მხარი 93-მა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

"მადლობა სენატს, რომელმაც ძალიან სწრაფად და ორპარტიულად დაამტკიცა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ლოიდ ოსტინი. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეჭვგარეშეა, რომ ის არის სწორი პიროვნება თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე,"- წერს ბაიდენი ტვიტერზე.

ოსტინი პირველი ფერადკანიანი გენერალია, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავა.

ოსტინი პენტაგონის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებს მოგვიანებით შეხვდება.

გასულ კვირას ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ ჰყავს. დამტკიცებამდე ოსტინმა თქვა, რომ პირველ ეტაპზე ის მის და დეპარტამენტის სრულ რესურსს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG