ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება


ამერიკის 45-ე პრეზიდენტს შესაძლოა სტატუსი და მომავალში ყველა სამთავრობო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მოახდენს. პროცესი კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და თქვა, რომ ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატიდან იმპიჩმენტის მუხლს სენატს ორშაბათს გადაუგზავნის. შუმერი ამბობს, რომ სენატი სწრაფად დაიწყებს საკითხის განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

სენატს 20 იანვრის შემდეგ დემოკრატები აკონტროლებენ, მართალია როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს 50-50 წარმომადგენელი ჰყავთ, თუმცა გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ვიცე პრეზიდენტი იღებს, ვიცე პრეზიდენტი კი დემოკრატი კამალა ჰარისია. 20 იანვრამდე სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, მიტჩ მაკკონელმა, რომელიც სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა, იმპიჩმენტის დაჩქარებულ განხილვაზე უარი თქვა. მაკკონელმა ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი მხარდამჭერები წაახალისა და კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა.

ისტორიული მოსმენები სენატში მომდევნო კვირიდან დაიწყება, თუმცა, ისტორიის ერთი თავი უკვე დაწერილია. პირველად ამერიკის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი 2-ჯერ წარმატებით დაასრულა. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებთან ერთად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს რესპუბლიკელების ნაწილმაც დაუჭირა.

დონალტ ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობას დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დაესხნენ თავს. მანამდე მხარდამჭერებს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლთან მიმართა და სთხოვა, რომ პენსილვანია ავენიუს გავლით აქციის მონაწილეები კონგრესის შენობასთან მისულიყვნენ და აქცია იქ გაემართათ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG