ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლეების დანიშვნა - ტრამპის მთავარი მემკვიდრეობა


როდესაც შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ფლორიდას შეეძლება მსჯავრდებულთათვის ხმის მიცემის უფლების გართულება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეების დანიშვნების შედეგები ნათლად გამოჩნდა. ამ გადაწვეტილებას, ეწინააღმდეგებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.

ატლანტაში, სააპელაციო სასამართლოს 11 ოლქის მოსამართლეებს შორის, ხმები 6-4-ის წინააღმდეგ განაწილდა. ტრამპის მიერ დანიშნული მოსამართლეები უმრავლესობაში იყვნენ. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა, ფედერალური მოსამართლის გადაწვეტილება, რომლის მიხედვითაც ხმის მიცემის უფლების დარღვევად მიჩნეულ იქნა მოთხოვნა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ პირს ჯერ იურიდიული გადასახადები, ჯარიმები და რესტიტუცია უნდა დაეფარა იქამდე სანამ ხმის მიცემას შეძლებდა.

მე-11 ოლქის მოწინააღმდეგე მოსამართლეები ყველა დემოკრატების მიერ იყვნენ ნომინირებულნი. აღნიშნულმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დანიშვნებით, სასამართლო სისტემა მარჯვნივ გადაიხარა. პრეზიდენტმა ასევე მოახერხა, უზენაეს სასამართლოში სამი კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლის დანიშვნა: ემი კონი ბარეტის, ბრეტ კავანას და ნილ გორსაჩის. შედეგად უზენაეს სასამართლოში ახლა უკვე კონსერვატორებს აქვთ უმრავლესობა, ხმების 6-3 გადანაწილებით.

ტრამპმა, რომელიც თანამდებობას 20 იანვარს დატოვებს, სააპელაციო სასამართლოებში, რომელიც სისტემაში უზენაეს სასამართლოზე ერთი რანგით დაბლაა, ოთხი წლის განმავლობაში 54 მოსამართლე დანიშნა. ეს ერთით ნაკლებია, მისი დემოკრატი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ რვა წლის განმავლობაში დანიშნული მოსამართლეების რაოდენობაზე. სააპელაციო სასამართლოს 179 მოსამართლე ჰყავს. ტრამპის მიერ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა მისი მესამედია. პრეზიდენტმა ახალგაზრდა მოსამართლეები შეარჩია, რაც გულისხმობს რომ მათ უვადოდ, ათწლეულების მანძილზე შესაძლოა ეკაოთ ეს თანამდებობა.

ამასთან, ტრამპმა 174 ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე დანიშნა. ეს რგოლი, სააპელაციო სასამართლოზე ერთი შრით დაბლაა. ერთიანად უფრო მეტი მოსამართლის დანიშვნა, მხოლოდ დემოკრატმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მოახერხა ოთხი წლის ვადაში, რომელიც 1977-81 წლებში იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო
აშშ-ის უზენაესი სასამართლო

რესპუბლიკელების თუ დემოკრატების მიერ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა ხშირად არის სააპელაციო სასამართლოში იდეოლოგიურ ბალანსის მაჩვენებელი. ტრამპი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ვადის ამოწურვასთან ერთად, სწორედ მოსამართლეების დანიშვნაა. თუმცა 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ეცადა სწორედ სასამართლოების, მათ შორის უზენაესი სასამართლოს საშუალებით გაეტანა თავისი მცდარი განაცხადი, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, მოსამართლეებმა მისი სარჩელები ან არ მიიღეს ან არ დააკმაყოფილეს.

ტრამპის ვადის დასაწყისში, სააპელაციო სასამართლოს მე-11 ოლქში, დემოკრატების მიერ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ 8-3-ის წინააღმდეგ უმრავლესობა ჰქონდათ. დღეს, რესპუბლიკელთა კონტროლირებად სენატში პრეზიდენტის ნომინირებული კანდიდატების სწრაფი კენჭისყრის შედეგად, ამ ოლქში უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ ხმების 7-5ის წინააღმდეგ, რაოდენობით.

პრეზიდენტი ტრამპის ეს მემკვიდრეობა გავლენას იქონიებს, წლების მანძილზე, არა მარტო ისეთ საქმეებზე, როგორიც იყო მსჯავრდებულთა ხმის მიცემის უფლება, არამედ საკითხებზე როგორიცაა იარაღის ტარება თუ აბორტი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG