ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ბიუჯეტის გეგმა დაამტკიცა


პროექტის თანახმად, მომავალი 10 წლის განმავლობაში გადასახადები ერთი ტრილიონი დოლარით უნდა გაიზარდოს

თეთემა სახლმა შეაქო სენატის საბიუჯეტო გეგმა, რომელიც შაბათს დილით დამტკიცდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე აშშ-ს სენატმა პირველად დაამტკიცა ბიუჯეტის გეგმა.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო გეგმა "დაბალანსებულია." კანონპროექტი ერთი ხმით გავიდა. დემოკრატიული პარტიის ოთხი სენატორი კენჭისყრის დროს რესპუბლიკელებს შეუერთდა, თუმცა ეს კანონპროექტის ჩასაგდებად მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ბიუჯეტის გეგმა 50 ხმით 49-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მომავალი 10 წლის განმავლობაში გადასახადები 1 ტრილიონი დოლარით უნდა გაიზარდოს და ასევე 1 ტრილიონით უნდა შემცირდეს სამთავრობო დანახარჯები.
XS
SM
MD
LG