ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიაში მეძავეებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის კიდევ სამ აგენტს მოუწია თანამდებობის დატოვება. მათ მოვალეობაში პრეზიდენტ ობამას უსაფრთხოების დაცვა შედიოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ორმა აგენტმა ნებაყოფილობით დატოვა სამსახური, მესამეს კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება ჩამოერთვა. კიდევ ორ აგენტს კი ბრალდება მოუხსნეს. სკანდალის აგორების დღიდან, საიდუმლო სამსახურის 9 თანამშრომემა დაკარგა სამსახური. თავის მხრივ პენტაგონი დამოუკიდებლად აწარმოებს გამოძიებას, რომელშიც 12 სამხედრო მოსამსახურე ასევე გარეულია კარტახენაში მომხდარ სკანდალში.


XS
SM
MD
LG