ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის განათლების სისტემის ხარვეზები


შეერთებულ შტატებში დღესაც არსებობს სკოლები, სადაც სეგრეგაცია ძალაშია

დაახლოებით სამოცი წლის წინ, აშშ-ის განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სამხრეთის შტატებში, თეთრკანიან და შავკანიან მოსწავლეებს ერთად სწავლის უფლება არ ჰქონდათ.

1896 წელს მიღებული კანონმდებლობით, აშშ-ში ცალკე არსებობდა თეთრების და აფრო-ამერიკელების საჯარო სკოლები-„ერთნაირი უფლებებით, მაგრამ ერთმანეთისგან გამოყოფილი.“ ეს მოცემულობა 1954 წელს შეიცვალა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ სკოლების სეგრეგეცია არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
სასამართლო პროცესი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ბრაუნი განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ“, მოიცავდა 5 განსხვავებული მოსარჩლის საჩივარს. საქმის განხილვა ლინდა ბრაუნის სახელით მიმდინარეობდა. ლინდა ბრაუნი კანზასის შტატში მცხოვრები აფრო ამერიკელი გოგონა გახლდათ, რომელსაც ქალაქის გადაღმა უწევდა სკოლაში სიარული შავკანიანთა სკოლაში, თუმცა მის საცხოვფრებელ სახლთან ახლოს თეთრების სკოლა იყო.

ჰოვარდის უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტემენტის პროფესორის, ადერსონ ფრანსუას განცხადებით:

„ბრაუნმა ფაქტიურად ამერიკაში აპარტეიდი დაასრულა, იმ გაგებით, რომ მანამდე სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას რასის მიხედვით ჰყოფდა.“

თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში ხარვეზი მაინც არსებობდა, ვინაიდან სასამართლოს მოქმედების ძალაში შესვლის ვადა არ დაუდგენია. სამხრეთის შტატებმა ეს ცდომილება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და სეგრეგირებული სკოლები 1960იან წლებამდე მოქმედებდა.

დღესაც კი არსებობს სკოლები, სადაც სეგრეგაცია ძალაშია. კალიფორნიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების პროექტის ფარგლებში 2012 წელს ჩატარდა კვლევა. კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ სკოლაში რასობრივი მრავალფეროვნება არ არის, რაც უმეტესწილად სიციო-ეკონომიკური ფაქტორებით აიხსნება. აქვე აღსანიშნავია საცხოვრებელი უბენების მიხედვით სეგრეგაციის და სასამართლო საქმეების გამო კანონის იძულებითი აღსრულების შეჩერების პრობლემები.

ჯანეტ ტეილორი, რომელიც ვაშინგტონში სხვა აქტივისტებთან ერთად განათლების სისტემის ხარვეზების გასაპროტესტებლად ჩავიდა აცხადებს, რომ კანონმდებლები დიდ სახსრებს დებენ უმეტესად თეთრკანიან სკოლებში:

„ეს არის ორ სართულიანი სისტემა, სადაც შავკანიანი და სხვა რასის მოსწავლეები ინვესტიციას მოკლებულნი არიან. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის რომ შევაჩეროთ ოფიციალური პირების არასწორი პოლიტიკა.“

ალიანსის „გზა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი ჯიტუ ბრაუნი აცხადებს, რომ რასობრივ გამოყოფას კვლავ აქვს ადგილი:
„დამამთავრებელი კლასების ზოგიერთ სკოლაში არ არასებოს წარმატებული სტუდენტებისთვის სპეციალური კლასები, მაშინ, როდესაც იმავე ქალაქში პრივილგირებული უბნების სკოლებში არსებობს კოლეჯის დონის კურიკულუმები.“

მდგომარეობას ისიც არ ეხმარება, რომ უზენაესმა სასამართლომ მიჩიგანის შტატში რასობრივი კუთვნილების მიხედვით უმაღლეს სასაწავლებლებში სტუდენტების შერჩევის აკრძალვა შეაჩერა. განათლების სისტემის ოფიციალური პირების განცხადებით, შტატებში, სადაც არსებობს მსგავსი აკრძალვა, შავკანიანთა რაოდენობამ უნივერსიტეტებში იკლო.
XS
SM
MD
LG