ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს კადიროვის მიმართ ამერიკის სანქციები უკანონოდ მიაჩნია


დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ რუსეთის ხუთი მოქალაქის, მათ შორის, ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „უკანონო და არამეგობრულია“.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სავარაუდოდ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს.

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, კადიროვს ბრალი წაუყენა იმაში, რომ ის მთავრობის კორუფციის მამხილებელი ადამიანების წინააღმდეგ სასიკვდილო რეპრესიებს მიმართავს.

ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კადიროვი „იმ ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, რომელიც არასამართლებრივ მკვლელობებში მონაწილეობს“. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებულ წამების ფაქტებში კადიროვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

XS
SM
MD
LG