ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმღდეგ სანქციები 2018 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა


EU Extends Economic Sanctions on Russia

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს გაუხანგრძლივეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომელიც კრემლს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან კავშირის გამო დაუწესდა.

გადაწყვეტილება ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტზე გახდა ცნობილი. მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2018 წლის ივლისამდე გახანგრძლივდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ევროკავშირი ერთიანია ამ გადაწყვეტილების მიმართ.

სანქციების სამიზნე თავდაპირველად ფინანსური, ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრია იყო და რუსეთს ევროკავშირის ბაზრებზე წვდომა შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება პირველად 2014 წლის ზაფხულში მიიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოხდინა. სანქციებს ყოველი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ახანგძლივებენ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG