ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა ამოქმედდა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალი ჯოზეფ დანფორდი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა ლი სუნი პენტაგონში

ამერიკულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას (THAAD), რომელიც სამხრეთ კორეაში დამონტაჟდა, ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი რაკეტების შეკავების უნარი აქვს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები აკეთებენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სისტემას ამ ეტაპზე მხოლოდ პირველადი ფუნქციების შესრულება შეუძლია. მისი სრული დატვირთვით ამოქმედებას კი დამატებით რამდენიმე თვე დასჭირდება. ანტისარაკეტო სისტემა სამხრეთ კორეაში ფხენიანის მხრიდან, ბალისტიკური რაკეტებით იერიშისგან თავდაცვის მიზნით დამონტაჟდა.

ჩინეთი ამ ნაბიჯის კატეგორიული წინააღმდეგია და აღნიშნულ სისტემას პოტენციურ საფრთხედ განიხილავს. ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ამერიკას სისტემის დამონტაჟების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG