ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტარტის ახალი ხელშეკრულება


სტარტის ახალი ხელშეკრულება

ამერიკის სენატმა ახლახან რუსეთთან დადებული სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამ რეპორტაჟში იმას იკვლევს, დაიწყებენ თუ არა მოსკოვი და ვაშინგტონი ტაქტიკური ბირთვული არსენალის კონტროლს.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ხშირ შემთხვევაში, ისეთივე სიმძლავრის ქობინებისგანაა დაკომპლექტებული, როგორითაც სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ერთი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი მოკლე რადიუსზე გამოყენებისთვისაა შექმნილი. ისინი შეიძლება იყოს როგორც ხამელეთო, ასევე საჰაერო. თუმცა, მათი მაქსიმალური რადიუსი დაახლოებით 500 კილომეტრია.

დარილ კიმბალი კერძო კვლევითი ორგანიზაცია, იარაღის კონტროლის ასოციაციის პრეზიდენტია. მისი თმით, რთული სათქმელია რამდენი ტაქტიკური ბირთვული ქობინი აქვს ამერიკას ან რუსეთს. ამ მონაცემების გამოთვლას ისიც ართულებს, რომ არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება, რომელიც მხარეებს ერთმანეთის არსენალის კონტროლის საშუალებას მისცემდა.

„გარკველუ მონაცემებზე დაყრდნობით, შეერთებულ შტატებს რამდემინმე ასეული ტაქტიკური ბირთვული ქობინი აქვს. მათ შორისაა დაახლეობით 180 ქობინი, რომლებიც ნატოს ხუთ ბაზაზე - იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში ნიდერლანდებსა და ბელგიაში არის განლაგებული. რუსეთს სავარაუდოდ 3000- მდე ტაქტიკური ბირთვული ბომბი აქვს, მაგრამ მათი დიდი ნაწლი გამოუსადეგარია. ნაწილი დასაშლელადაა გამზადებული, ნაწილი კი საცავებშია მოთავსებული. მოქმედი ქობინების დიდი რაოდენობა რუსეთის აღმოსავლეთ საზღვარზეა მოთავსებული.“

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაქტიური ქობინებით რუსეთი ჩინეთიდან წამოსული ბირთვული საფრთხის დაბალანსებას ცდილობს.

ჯოზეფ ცირინციონი ბირთვული იარაღის პოლიტიკის შემსწავლელი პლუშერის ფონდის პრეზიდენტია. ის მოსკოვის უპირატესოაბს ტაქტიკური ბირთვული იარაღის სფეროში ასე ხსნის:

„რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს აუცილებელ მექანიზმად მიიჩნევს იმისთვის, რომ ცივი ომის შემდეგ ნატოსა და შეერთებული შტატების კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები დააბალანსოს. ეს სიტუაცია კი ცივი ომის დროს ნატოს ტაქტიკას ჰგავს. მაშინ ნატოს სჭირდებოდა საბჭოთა არმიის სახმელეთო შესაძლებლობების წინააღმდეგ ბალანსის შენარჩუნება და ამას სწორედ ტაქტიკური ბირთვული ქონიბებით აკეთებდა.“

ცირინციონის თქმით, რუსეთის ბირთვულ არსენალში დიდი რაოდენობით ტაქტიკური ბირთვული ქობინების არსებობა ცივი ომის გადმონაშთია:

„რუსეთი ისევ ცივი ომის მენტალიტეტით უდგება თავდაცვას. მისთვის, ერთის მხრივ, არსებობს რეალური სამხედრო საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ნატო და რუსეთი ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად აღარ ითვლებიან. მეორე შეხედულების თანახმად კი, სამხედრო იერიშის მოგერიების დროს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად საკუთარ ტერიტორიაზეც გამოიყენო. დასავლური ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსგავსი სამხედრო დოქტრინა სინამდვილეში გაუმართლებელია და თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში ბირთვული იარაღი ფაქტობრივად გამოუსადეგარია. რუსეთი კი კვლავ ცივი ომის დროინდელი დოქტრინით ხელმძღვანელობს.“

ექსპერტების ნაწილი, მათ შორის დარილ კიმბაი, იმასაც აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უფრო მეტ სირთულეს უქმნის ქვეყანას ვიდრე სარგებელი მოაქვს.

„გამომდიანრე იქიდან, რომ ამ სახის იარაღი გაცილებით მცირე ზომისაა, მისი ტრანსპორტირებაც უფრო ადვილადაა შესაძლებელი, რაც მისი დაცვის გაცილებით რთულ მექანიზმებს მოითხოვს. ჩვენ არ ვიცით რამდენად კარგადაა დაცული რუსეთის ტაქტიკური ბირთვული არსენალი. ეს კი ბირთვული ტერორიზმის საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხის შესამცირებლად კი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განადგურებაა საჭირო.“

ტაქტიკური ბირთვული იარაღი ცოტა ხნის წინ სენატის მიერ რატიფიცირებული სტარტის ახალი ხელშეკრულების პირობებში არ შედის ახალი სტარტი მხოლოდ შორ-რადიუსიან ბირთვულ ქობინებს მოიცავს, რომლელთა გასროლაც წყალქვეშა გემებიდან, მოიერიშე თვითმფრინავებიდან და მიწისქვეშა სამარხებიდან არის შესაძლებელი.

ობამას ადმინისტრაცია ბირთვული არსენალის შემცირებას მთელს მსოფლიოში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს. ექსპერტების აზრით, სტარტის ახალი ხელშეკრულება ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ვაშინგტომა და მოსკოვმა ყურადღება ბირთვული იარაღის სხვადასახვა კატეგორიებზე უნდა გაამახვილონ, ხოლო მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG