ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას აჩერებს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

ხვალიდან ძალაში შედის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ამერიკის საელჩო რუსეთის მოქალაქეებს 1 სექტემბრამდე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას უწყვეტს. ამის შემდეგ კი ვიზების გაცემას “მნიშვნელოვნად შემცირებული მასშტაბით” განაახლებს. სავიზო ოპერაციები მოსკოვის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქების საკონსულოებში, როგორიცაა სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი და ვლადივოსტოკი, განუსაზღვრელი ვადით შეწყდება.

განცხადებას მოსკოვში მდებარე შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული სანქციების პასუხად დაწესებული ლიმიტები სახელდება. ივლისში, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკას აგვისტოს ბოლომდე, დიპლომატიური კადრის შემცირება 755-დან 455-მდე მოსთხოვა, იმ რაოდენობამდე დაყვანა, რამდენი ადამიანიც მუშაობს ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოში.

რუსეთმა ამერიკის საელჩოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ეს არის “რუსეთის მოქალაქეებში რუსეთის მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილების გამოწვევის მორიგი მცდელობა.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG