ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა სანქციების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს.

სანქციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მოსკოვის მიერ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევააა, რაც შესაძლოა, კანდიდატ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში დაეხმარა.

თეთრი სახლი და დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ კანონის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს ამ სანქციების შემსუბუქების უფლებას უზღუდავს. მსგავსი სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტმა წინადადებითა და დასაბუთებით კონგრესს უნდა მიმართოს, ამ უკანასკნელს კი 30 დღე ექნება იმისთვის, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და საბოლოო გადაწყვეტილებაც თავად მიიღოს.

თუმცა ტრამპის და თეთრი სახლის წინააღმდეგობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ამერიკელმა კანონმდებლებმა სანქციებისა და კანონის ამგვარ ფორმულირებას პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაშიც კი, მისი დაძლევა რთული არ იქნებოდა.

კანონი სანქციებს რუსეთთან ერთად, ასევე უწესებს ირანსა და ჩრდილო კორეას. კანონში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველოც. და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა და მათ მიმართ აგრესიული ქმედებებია დასახელებული.

სანქციების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ "ამერიკის ხმის" მიერ მომზადებულ სტატიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG