ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობს.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს სტრატეგიის ერთიანობას, „კომუნიკაციის არხებსა და პლატფორმებს, ოფიციალური, არაპირდაპირი და უცნობი წყაროების გამოყენებით", რათა ცრუ ნარატივები გაავრცელოს და შექმნას.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი, როგორც ოფიციალური კომუნიკაციის გზებს, ასევე არაპირდაპირ მეთოდებს, მათ შორის სოციალურ მედიაში, პროპაგანდის გასავრცელებლად.

„პეკინი რუსეთის გზამკვლევიდან სწავლობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად შეთქმულების თეორიების ვებ-გვერდების და არაპირდაპირი არხების გამოყენებას, იმ მიზნით, რომ დემოკრატიულ წესებსა და ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს“, - ამბობს ლეა გაბრიელი, ცენტრის კოორდინატორი.

„დეზინფორმაციის საფრთხე ორივესგან, რუსეთიდან და ჩინეთიდან რეალურია და საშიში“, - ამბობს ის.

პარალელურად, შეერთებული შტატები 10 მილიონს სთავაზობთ მათ, ვინც მოახდენს ნებისმიერი პიროვნების იდენტიფიკაციას, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობებს ეხმარებიან შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

„შეერთებული შტატები არ შეეგუება უცხო [ქვეყნის] ჩარევას ჩვენს არჩევნებში“, - განუცხადა გაბრიელმა „ამერიკის ხმას“. „გლობალური ჩართულობის ცენტრი მსოფლიოს გარშემო პარტნიორებთან მუშაობს, რომლებიც გვიზიარებენ ინფორმაციას არჩევნებში ჩარევის ტაქტიკების შესახებ, რომელსაც რუსეთი და სხვები იყენებენ“, - თქვა მან.

ცენტრის ანგარიშში შვიდი ვებსაიტი და ორგანიზაცია შესული, რომლებიც რუსული დეზინფორმაციაში გავრცელებაში მონაწილეობენ. მათ შორის მოხვდა ალექსანდრე დუგინის კვლევითი ინსტიტუტი „კატეჰონი“ და „სტრატეგიული კულტურის ფონდი“. ეს ორგანიზაციები ანტიამერიკულ ინფორმაციას ავრცელებენ და რუსეთის პოპულარიზაციას ეწევიან, განსაკუთრებით კოვიდ-19-თან დაკავშირებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ზოგადი მიზანი „დემოკრატიული ინსტიტუტების ღირებულების კითხვის ქვეშ დაყენება“ და „შეერთებული შტატების, მისი პარტნიორების და მოკავშირეების ერთიანობის და საერთაშორისო სანდოობის შესუსტებაა".

რუსული დეზინფორმაცია კორონავირუსზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:03 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG