ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთს დახმარებას უგზავნის


რუსეთში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ვაშინგტონი 4.5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას აგზავნის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამანტმა გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამერიკის მთავრობა რუს ხალხს ტყის ხანძრების შედეგად გამოწვეულ განსაცდელში თანადგომას უცხადებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პი ჯეი კროულიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ, შეერთებული შტატები 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის აღჭურვილობას გაგზავნის რუსეთში ადგილობრივი მეხანძრეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, ამერიკის მთავრობამ 50 ათასი დოლარი გაუგზავნა საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომელიც რუსეთში ხანძრის შედეგად დაშავებული და დაზარალებული მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.

ამერიკის მთავრობის მიერ რუსეთისთვის გაწეული დახმარება დღემდე ჯამში 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს რუსეთსა და ამერიკას შორის პარტნიორული თანამშრობის მორიგი მაგალითია. რუსეთის მთავრობამ მსგავსი დახმარების ხელი გაუწია ლუიზიანას შტატს ქარიშხალი კატრინას შემდეგ და სულ ახლახან, მექსიკის ყურეში გაჟონილი ნავთობის ზედაპირიდან ამოღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG