ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა პრაიმერები გრძელდება


შეერთებულ შტატებში დღეს რესპუბლიკელთა სამი პრაიმერი ტარდება. წინასაპრეზიდენტო არჩევნები ამჯერად ქვეყნის დედაქალაქში, ასევე მერილენდის და ვისკონსინის შტატებში იმართება.

მიტ რომნიმ უკანასკნელი კვირა პრეზიდენტი ობამას და მისი ადმინისტრაციის კრიტიკაში გაატარა. ექსპერტების აზრით ის უკვე ნომინაციის მიღებისთვის ემზადება. საპრეზიდენტო კანდიდატმა სტრატეგია შესაბამისად შეცვალა და აქცენტი სხვა კანდიდატებიდან დემოკრატი პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკაზე გადაიტანა.

რომნი რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატია და პრაიმერებს დამაჯერებლად ლიდერობს. მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს ამჯერად დელეგატთა ხმის აუცილებელი რაოდენობის მოპოვების შანსი აქვს.

XS
SM
MD
LG